ფეხბურთი

10:27 | 17.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

მედია: მესის "ბარსელონას" დატოვება მიმდინარე ზაფხულში უნდა

ლიონელ მესიმ „ბარსელონას“ დატოვება მიმდინარე ზაფხულს გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია Esporte Interativo-ს ჟურნალისტმა მარსელო ბეჩლერმა გაავრცელა, რომელიც „ბლაუგრანაში“ მიმდინარე მოვლენებთან ძალიან ახლოსაა.

როგორც მან განაცხადა, არგენტინელმა კლუბის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილების შესახებ აცნობა, რომ გუნდის დატოვება ახლავე უნდა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მესი უკმაყოფილოა გუნდის დღევანდელი მდგომარეობით და არც მომავლის პროექტი მოსწონს.

მესის კატალონურ გრანდთან ხელშეკრულება 2021 წლამდე აკავშირებს და მისი გახანგრძლვების შესახებ შეთანხმება ამ დრომდე მიღწეული არაა. მიმდინარე კონტრაქტში არსებული დებულებით კი ლიონელს კლუბის დატოვება ერთი წლით ადრე შეუძლია.

ლიონელ მესის ბოლო პერიოდში ყველაზე აქტიურად მილანის „ინტერს“ უკავშირებენ, გარდა ამისა, ბრიტანული მედია „მანჩესტერ სიტის“ ინტერესის შესახებაც წერდა.

0.120776