ავტოსპორტი

23:42 | 16.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა ბარსელონაში ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა

ლუის ჰამილტონი ისევ გამარჯვებულია, ამჯერად ესპანეთის დიდ პრიზზე. ბარსელონას ტრეკზე ეს მისი ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა, კარიერაში - 88-ე. კვარცხლბეკზე 156-ედ შედგა ფეხი, რაც ფორმულა 1-ის რეკორდია და ერთით მეტია მიხაელ შუმახერის ძველ რეკორდზე. რაც მთავარია, მოქმედმა ჩემპიონმა თავის უახლოეს მდევარ მაქს ფერსტაპენთან უპირატესობა 37 ქულამდე გაზარდა.

ორი მეტოქის გარდა, ჰამილტონმა ყველა დანარჩენი წრეზე მეტით ჩამოიტოვა. ეს იყო მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი გამარჯვება, რომლითაც მან მეშვიდე ტიტულისკენ, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დასრულებამდე ჯერ ადრეა, დიდი ნაბიჯი გადადგა.

„წარმოდგენც არ მქონდა, რომ ეს ბოლო წრე იყო. თავბრუდახვეული ვიყავი... გაგრძელებას ვაპირებდი“, - რბოლის შემდგომ სახელდახელო ინტერვიუს დროს თქვა ჰამილტონმა და დაამატა, რომ რბოლისას ისეთი შეგძნება ჰქონდა, რომ მანქანა მისი ნაწილი იყო. ბრიტანელ პილოტს სამი მოგებაღა დარჩა, რომ შუმახერის მიღწევა, 91 გამარჯვება გაიმეოროს.

მეორე ადგილი მაქს „რედ ბულის“ მაქს ფერსტაპენმა დაიკავა, ვინც გამარჯვებულს 24.177 წამით ჩამორჩა. კვარცხლბეკის მესამე საფეხური კი ჰამილტონის თანაგუნდელმა ვალტერი ბოტასმა დაიკავა, ვინც თავი უსწრაფესი წრით გამოიჩინა ამისთვის მას დამატებით მესამე პიტ სტოპის შესრულება დასჭირდა. საინტერესოა, რომ უკვე ზედიზედ ოთხი რბოლაა, რაც ფერსტაპენი ბოტასს ჯობნის.

მომდვნ ორი ადგილი „ვარდსფერი მერსედესის“ (რეისინგ პოინტის) პილოტებმა, ლანს სტროლმა და სერხიო პერესმა დაიკავეს. მექსიკელს რბოლის შემდგ 5 საჯარიმო წამი დაემატა იმისათვის, რბოლისას ლურჯი დროშა არ გაითვალისწინა და ჰამილტონს გზა არ დაუთმო.

ესპანეთის დიდი პრიზი

ბარსელონა, მონტმელო, დისტანცია 307.104 კმ (4.655 კმ, 66 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:31'45.279
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 24.177
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 44.752
  4. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1 წრე
  5. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1 წრე
  6. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  7. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1 წრე
  8. ალექს ალბონი (ტაილანდი, რედ ბული) 1 წრე
  9. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1 წრე
  10. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  11. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1 წრე
  12. დანიილ კვიატი (რუსეთი, ალფატაური) 1 წრე
  13. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) 1 წრე
  14. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  15. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  16. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
  17. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1 წრე
  18. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 2 წრე
  19. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 2 წრე
  20. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 28 წრე

უსწრაფესი წრე: ვალტერი ბოტასი - 1:18.183 (66-ე წრე, 214.343 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 132 ქულა; 2. მაქს ფერსტაპენი - 95; 3. ვალტერი ბოტასი - 89; 4. შარლ ლეკლერი - 45; 5-6. ლანს სტროლი და ალექს ალბონი - 40; 7. ლანდო ნორისი - 39; 8. სერხიო პერესი - 32; 9. კარლოს საინსი - 23; 10. დანიელ რიკარდო - 20; 11-12. სებასტიან ფეტელი და ესტებან ოკონი - 16; 13. პიერ გასლი - 14; 14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რეისინგ პოინტი) – 6; 15-16. ანტონიო ჯოვინაცი და დანიილ კვიატი - 2; 17. კევინ მაგნუსენი - 1; 18-21. კიმი რაიკონენი, ნიკოლას ლატიფი, ჯორჯ რასელი და რომენ გროჟანი - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 221 ქულა; 2. რედ ბულ-ჰონდა - 135; 3. რეისინგ პოინტ-მერსედესი - 63; 4. მაკლარენ-რენო - 62; 5. ფერარი - 61; 6. რენო - 36; 7. ალფატაური-ჰონდა - 16; 8. ალფა რომეო-ფერარი - 2; 9. ჰაას-ფერარი - 1; 10. უილიამს-მერსედესი - 0

0.219865