ესპანური „ბარსელონას“ ფეხბურთელებს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩავი ერნანდესის დანიშვნა სურთ. As-ის ინფორმაციით, გუნდის ლიდერები დარწმუნებულნი არიან, რომ ჩავი ერთადერთია, ვინც შეძლებს გუნდის გაერთიანებას.
მათი აზრით, მას აქვს თვისებები, რომელსაც შეუძლია გააცოცხლოს კატალონური გრანდის თამაში. საინტერესოა, რომ ჩავიმ იანვარში „ბარსელონაში“ დასაქმება იუარა, თუმცა არ მალავს, რომ მისი ოცნება მშობლიურ გუნდში დაბრუნებაა.
„ბარსელონაში“ კიკე სეტიენის შემცვლელად ჩავის გარდა რონალდ კუმანსა და მაურისიო პოჩეტინოს განიხილავენ. სეტიენის გათავისუფლების ცნობა კი სავარაუდოდ ორშაბათს ოფიციალურად დადასტურდება.