უეფას ვებგვერდმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც მიუნხენის „ბაიერნის“ 5 ფეხბურთელი მოხვდა.
სიმბოლური გუნდი ასეთია:
მეკარე: ენტონი ლოპეში (ლიონი)
მცველები: იოზუა კიმიხი (ბაიერნი), მარკინიოსი (პსჟ), რობინ გოსენსი (ატალანტა)
ნახევარმცველები: სერჟ გნაბრი (ბაიერნი), ჰუსემ აუარი (ლიონი), ფილიპე კოუტინიო (ბაიერნი), ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო)
თავდამსხმელები: ტომას მიულერი (ბაიერნი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), მუსა დემბელე (ლიონი)
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ ჟერმენი“ „ლაიფციგს“ (18 აგვისტო), ხოლო „ბაიერნი“ „ლიონს“ (19 აგვისტო) შეხვდება.