ფეხბურთი

2:07 | 16.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

NBA-ს კალათბურთელი "მანჩესტერ სიტიზე": "მშვიდობით ფეიქ კლუბო"

„ორლანდო „მეჯიქისა“ და მონტენეგროს ნაკრების კალათბურთელი ნიკოლა ვუჩევიჩი ჩემპიონთა ლიგიდან „მანჩესტერ სიტის“ გავარდნას ტვიტერის საკუთარ გვერდზე ცინიკურად გამოეხმაურა.

„მშვიდობით ფეიქ კლუბო“, - დაპოსტა ვუჩევიჩმა. სერბმა „ლიონიც“ შეაქო და დაწერა: „ბრავო, ოლიმპიკ ლიონი“.

ცნობისთვის, ნიკოლა ვუჩევიჩი ფეხბურთის დიდი მოტრფიალეა და ტურინის „იუვენტუსის“ ცნობილი ქომაგია. შეგახსენებთ, „მანჩესტერ სიტი“ „ლიონთან“ 1:3 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ მესამე წელია მეოთხედფინალურ სტადიაზე ტოვებს.

0.120944