„ლივერპულის“ თავკაცი იურგენ კლოპი ინგლისის პრემიერლიგის 2019-2020 წლების სეზონის მთავარ მწვრთნელად დასახელდა.
გერმანელმა ფრენკ ლამპარდს („ჩელსი“), ბრენდან როჯერსს („ლესტერი“) და კრის ვაილდერს („შეფილდ იუნაიტედი“) აჯობა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ გასული სეზონი ტრიუმფალურად ჩაატარა და ინგლისის ჩემპიონობა 30-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო, თანაც ძალიან დამაჯერებლად და ადვილად.