ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდმა განაცხადა, რომ „ოქროს ბურთს“ რობერტ ლევანდოვსკი იმსახურებს და უსამართლოდ წაართვეს ტიტული მისი გაუქმების გამო.
„მე რომ ლევანდოვსკი ვყოფილიყავი, პეტიციას შევქმნიდი, რათა „ქოროს ბურთის“ გათამაშება დაბრუნებულიყო. ბოლო წლებში გარდა იმისა, რომ ლუკა მოდრიჩმა მოიგო, მესი და რონალდუ დომინირებდნენ და ახლა ლევანდოვსკიმ თავისი თავი ამ დონეზე აიყვანა, თუ არა უფრო მაღალზე. არ მინდა დავიჯერო, რომ „ოქროს ბურთის“ გაუქმდა.
ლევანდოვსკი იმსახურებს ამ ჯილდოს მოგებას იმის გამო, რაც ამ სეზონში გააკეთა. „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თუ გაიყვანს, უსამართლო იქნება, რომ არ მისცენ. რატომ არ შეუძლია ეს პრიზი გადასცენ? ცერემონიის გამო, რომელსაც ვერ ჩაატარებენ? არ მინდა დავიჯერო, რომ გამარჯვების ეს შესაძლებლობა წაართვეს“, - თქვა ფერდინანდმა.