ჩოგბურთი

20:54 | 14.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

US Open-ს მოქმედი ჩემპიონი ბიანკა ანდრეესკუ გამოტოვებს

ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობის წლევანდელ გათამაშებას მოქმედი ჩემპიონი მსოფლიოს ნომერ მეექვსე ნომერი კანადელი ბიანკა ანდრეესკუ გამოტოვებს. 20 წლის ჩოგბურთელმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი რეაბილიტაციის პროცესი კორონავირუსის პანდემიის გამო გახანგრძლივდა. ბიანკას მუხლის ტრავმა გასული წელს შემაჯამებელ ტურნირზე მიიღო და მას შემდეგ რეაბილიტაციას გადის.

"რთული გადაწყვეტილება მივიღე და ნიუ იორკში ვერ დავბრუნდები. ეს ნაბიჯი იმის გამო გადავდგი, რომ ფოკუსირებული ფიტნესზე ვიყო და დავრწმუნდე, რომ მზად ვარ უმაღლეს დონეზე სათამაშოდ." - განაცხადა ანდრეესკუმ.

გასულ წელს ბიანკამ აშშ-ს ღია პირველობის ფინალში სერენა უილიამსი დაამარცხა - 6:3, 7:5. ანდრეესკუ ოცეულის მეოთხე ჩოგბურთელია, რომელიც ტურნირს გამოტოვებს. აქამდე მსგავსი გადაწყვეტილება მსოფლიოს პირველმა ნომერმა ეშლი ბარტიმ, ელინა სვიტოლინამ (5) და კიკი ბერტენსმა (7) მიიღეს. ასევე, მოსალოდნელია, რომ დიდი სლემის ტურნირს მეორე ნომერი სიმონა ჰალეპიც გამოტოვებს.

0.116971