ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად "ლივერპულის" გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ჰენდერსონს კონკურენციას სადიო მანე და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი უწევდნენ.
ჰენდერსონმა გასულ სეზონში პრემიერლიგის 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ოთხი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. გასულ სეზონში ჰენდერსონი "მერსისაიდელებს" ინგლისის ჩემპიონობაში დაეხმარა.