ფეხბურთი

23:54 | 13.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ში ნახევარფინალის წინ ტრავმების ეპიდემიაა

„პარი სენ ჟერმენს“ ბერგამოს „ატალანტასთან“ მატჩში ორი ფეხბურთელი დაუშავდა. მეკარე კეილორ ნავასი და კაპიტანი ტიაგო სილვა.

ამ ეტაპზე უცნობია შეძლებენ თუ არა კოსტა რიკელი და ბრაზილიელი ფეხბურთელები ნახევარფინალში თამაშს. თუმცა, ფრანგული მედიის ცნობით, სილვას გამოჯანმრთელების შანსი უფრო დიდია, ვიდრე ნავასის.

ამავდროულად, მარკო ვერატი, რომელმაც მეოთხედფინალი გამოტოვა, აგრძელებს აღდგენით პროცესს და მორიგ კონტროლს შაბათს გაივლის. სამაგიეროდ, პსჟ-ს ნახევარფინალისთვის ანხელ დი მარია დაუბრუნდება, რომელმაც დისკვალიფიკაცია მოიხადა.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ ბერგამოს „ატალანტა“ 2:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბოლო 25 წელიწადში პირველად გავიდა.

0.118187