კალათბურთი

3:00 | 13.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის 4 ქულა, 3 მოხსნა და "ინდიანას" გამარჯვება "ჰიუსტონთან"

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის „ინდიანა პესირესი“ „ჰიუსტონ როკეტსს“ დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 108:104 იმარჯვა.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 16:42 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში საკმაოდ ნაყოფიერიც იყო. გოგამ 4 ქულა, 3 მოხსნა (ერთი შეტევაში), 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

„ინდიანას“ რიგებში საუკეთესო მაილს ტერნერი იყო, რომელმაც 18 ქულა, 12 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. „ჰიუსტონის“ ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა კი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და სამმაგ დუბლამდე ერთადერთი პასი დააკლდა. ამერიკელმა ვარსკვლავმა 45 ქულა (თითქმის ნახევარი საკუთარი გუნდის მონაგარიდან), 17 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. თუმცა, მის ამ დიდებულ გარჯას გუნდისთვის შედეგი არ მოუტანია, რადგან თანაგუნდელებმა მხარი აშკარად ვერ აუბეს.

„ინდიანა პეისერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 44 მოგებით და 28 წაგებით მეხუთე ადგილზეა და პლეი-ოფში თამაში უკვე გარანტირებული აქვს. მომდევნო მატჩს კი 15 აგვისტოს, „მაიამი ჰიტის“ წინააღმდეგ გამართავს.

0.129553