საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წერე დაიწყო. მეათე ტურის პირველი მატჩი თელავში გაიმართა, სადაც გათამაშების ლიდერი და მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი“ ჩავიდა.
მატჩის ნაადრევად ჩატარების მიზეზი ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპია, სადაც ერთ კვირაში კახა ჩხეტიანის გუნდი ალბანეთის ჩემპიონ „ტირანას“ უმასპინძლებს.
მნიშვნელოვან მატჩამდე „დინამომ“ მაინც და მაინც კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა. „თელავთან“ დედაქალაქელები თავისუფლად შეიძლებოდა დამარცხებულიყვნენ. ისე, კახელთა სასახელოდ უნდა ვთქვათ, რომ ჩინებულად ატარებს ამ სეზონს, 10 ტურში ერთადერთი წაგება! ბრწყინვალე შედეგია, თუმცა ეგაა, რომ გამარჯვებებიც უჭირს (მხოლოდ 2 მოგება) და სეზონში უკვე მეშვიდე ფრე დაუგროვდა, მათ შორის ზედიზედ მეოთხე.
„თელავი“ 13 ქულით მეხუთე ადგილზეა და მხოლოდ ჩემპიონობისთვის მებრძლ ოთხეულს ჩამორჩება. „დინამოს“ 19 ქულა გაუხდა, ჯერ ლიდერობას ინარჩუნებს, მაგრამ „დინამო ბათუმს“ ამ ტურში მისი გადასწრების შანსი აქვს, ხოლო „დილას“ და „საბურთალოს“ დაწევის.
„თელავი“ – „დინამო თბილისი“ 0:0 (0:0