ფეხბურთი

22:00 | 12.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" ტონალის ტრანსფერი შეათანხმა

იტალიის ეროვნული ნაკრების და "ბრეშას" 20 წლის საყრდენი ნახევარმცველი სანდრო ტონალი კარიერას "ინტერში" გააგრძელებს. როგორც Corriere dello Sport-ი იუწყება, მილანელებმა ტრანსფერი უკვე შეათანხმეს და უახლოეს მომავალში სანდრო ოფიციალურად გახდება ახალი კლუბის წევრი.

ჯერჯერობით იტალიურ წყაროს არ დაუსახელებია თანხა, რომელსაც ტონალის სანაცვლოდ "ნერაძური" გადაიხდის. ცნობილია კონტრაქტის დეტალები - სანდრო ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში 3.5 მილიონ ევროს მიიღებს. იტალიელის დამატება "იუვენტუსსაც" უნდოდა, თუმცა მილანელებმა ტურინელებს დაასწრეს.

ტონალი "ბრეშას" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2018 წელს დააწინაურეს. გასულ სეზონში სანდრომ იტალიის ჩემპიონატში 35 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა. იტალიის ეროვნულ ნაკრებში ახალგაზრდა საყრდენს 2019 წლის ოქტომბერში ჰქონდა და სამი შეხვედრა აქვს ჩატარებული. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 31.5 მილიონი ევროა.

0.113862