ფეხბურთი

19:53 | 12.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიხტი 3 თვე ვერ ითამაშებს

„იუვენტუსის“ მცველი მატიას დე ლიხტი მომდევნო სამი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. 21 წლის ფეხბურთელმა საკუთარ დაბადების დღეზე მხრის ოპერაცია გაიკეთა და სარეაბილიტაციო პერიოდი ნოემბრამდე გასტანს.

„მატიას დე ლიხტს ამ დილით მარჯვენა მხარზე რომის სალვატორ მუნდის კლინიკაში ექიმების ფოლკერ მუსალის, ბრაისონ ლესნიაკისა და ფაბრიციო მარგერიტინის ხელმძღვანელობით და „იუვენტუსის“ სამედიცინო განყოფილების ხელმძღვანელის ლუკა სტეფანინის თანდასწრებით ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. აღდგენის დრო დაახლოებით 3 თვეა“, - წერს „ბებერი ქალბატონის“ ვებგვერდი.

დე ლიხტი ანდრეა პირლოს განკარგულებაში სეზონის საწყის ეტაპზე არ იქნება და მოედანზე სავარაუდოდ ნოემბერში დაბრუნდება. გასულ სეზონში ნიდერლანდელმა ყველა ტურნირის ჩათვლით 39 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

0.119722