ლონდონის „ჩელსის“ ბრაზილიელი შემტევი, ვილიანი მომავალი სეზონიდან კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს. 32 წლის ფეხბურთელმა „არისტოკრატებთან“ ახალი კონტრაქტი ვერ შეათანხმა და გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს.
ჟურნალისტი ნიკოლა სკირას ინფორმაციით ვილიანი 3-წლიან კონტრაქტს „არსენალთან“ გააფორმებს. „მეთოფეები“ ბრაზილიელს წლიურად 6 მილიონ ფუნტს და ბონუსებს გადაუხდიან.
შეგახსენებთ, რომ ვილიანი „ჩელსის“ რიგებში 2013-2014 წლების სეზონიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში კი ყველა ტურნირში ჩატარებულ 47 შეხვედრაში მის ანგარიშზე 11 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.