ფეხბურთი

21:35 | 10.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისის" ყოფილ ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა

„დინამო თბილისის“ ყოფილი და ამჟამად ლუგანსკის „ზარიას“ ფეხბურთელი დმიტრო ივანისენია კორონავისურით დაინფიცირდა. ამის შესახებ უკრაინული გუნდის ვებგვერდი წერს.

ივანისენიამ თავი შეუძლოდ იგრძნო, შედეგად ტესტი ჩაუტარეს, რომელაც დადებითი პასუხი აჩვენა. უკრაინელი ნახევარმცველი ორკვირიან თვითიზოლაციაში გადავიდა.

შეგახსენებთ, დმიტრი ივანისენია „დინამო თბილისში“ 2018-2019 წლებში თამაშობდა და 49 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა.

0.115189