ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის რანგში ანდრეა პირლომ პირველი კომენტარი გააკეთა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.
„ბედნიერი და ამაყი ვარ „იუვენტუსისგან“ ასეთი პატივისცემითა და ნდობით. მზად ვარ ამ ფანტასტიკური შესაძლებლობისთვის“, - წერს ანდრეა.
შეგახსენებთ, „იუვენტუსმა“ პირლოს 2-წლიანი კონტრაქტი 8 აგვისტოს გაუფორმა და პირველი გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშნა. მანამდე 10 დღით ადრე ტურინელებმა ის როგორც 23-წლამდე გუნდის მწვრთნელი წარადგინეს.
პირლოსთვის „იუვენტუსი“ პირველი სამწვრთნელო გამოცდილებაა. 2011-2015 წლებში მან „ბიანკონერის“ რიგებში ჩატარებულ 164 თამაშში 19 გოლი გაიტანა და 38 საგოლე პასი შეასრულა.