ფეხბურთი

0:47 | 10.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრამდე უეფამ განთესილი და განუთესავი გუნდები ჯგუფებად დაანაწილა. ქართული კლუბების, „დინამო ბათუმის“, „საბურთალოსა“ და „ლოკომოტივის“ სავარაუდო მეტოქეები უკვე ცნობილია.

„დინამო ბათუმის“ სავარაუდო მეტოქეები (განთესილი გუნდები)

„ნეფთჩი“ (აზერბაიჯანი), „კეშლა“ (აზერბაიჯანი), „ჰაპოელი“(ბეერ-შევა, ისრაელი)

„საბურთალოს“ სავარაუდო მეტოქეები (განთესილი გუნდები)

„მაკაბი“ (ჰაიფა, ისრაელი), „აპოლონი“ (კვიპროსი), „ალაშკერტი“ (სომხეთი)

„ლოკომოტივის“ სავარაუდო მეტოქეები (განთესილი გუნდები)

„უნივერსიტარია“ (რუმინეთი), „შკენდია“ (ჩრდ. მაკედონია), „ბაჩკა-ტოპოლა“ (სერბეთი), „ყაირატი“ (ყაზახეთი)

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 10 აგვისტოს, 14:00 საათზე (თბილისის დროით) დაიწყება. მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდები თითო მატჩით გამოვლინდებიან, ხოლო მასპინძლები წილისყრით.

0.115065