ფეხბურთი

19:46 | 9.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმის" ადვილი გამარჯვება "ჩიხურასთან"

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში საჩხერის „ჩიხურამ“ „დინამო ბათუმს“ უმასპინძლა და 0:4 განადგურდა.

იმერული გუნდი მთელი პირველი წრის განმავლობაში ძალიან სუსტად გამოიყურებოდა და გათამაშების ერთ-ერთ ლიდერთან და ფავორიტთან უშანსოდ წააგო. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გარკვეული იყო.

გიორგი ნიქაბაძის, მამუკა კობახიძის, ჯაბა ჯიღაურის გოლებით სტუმრებმა სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. მატჩის მიწურულს ჯიღაურმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„დინამო ბათუმი“17 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „ჩიხურას“ მხოლოდ 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მეცხრე პოზიციაზეა.

„ჩიხურა“ – „დინამო ბათუმი“ 0:4 (0:3)

გოლები: 0:1 ნიქაბაძე (3), 0:2 კობახიძე (28), 0:3 ჯიღაური (42), 0:4 ჯიღაური (79)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114071