„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო ანდრეა პირლოს „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნას გამოეხმაურა. გატუზო ყოფილ თანაგუნდელს წარმატებას უსურვებს, მაგრამ ურჩია, რომ მხოლოდ წიგნების წაკითხვა საკმარისი არაა.
„გაუმართლა, რომ თავიდანვე „იუვენტუსში“ იწყებს მუშაობს. ამას ვამბობ, რადგან ეს სამუშაო რთულია. უნდა ისწავლო, იმუშაო, ღამეები გაათენო, შესანიშნავი საფეხბურთო კარიერა საკმარისი არაა. დიდ წარმატებას ვუსურვებ პირლოს, ვფიქრობ, ვინც დიდი ფეხბურთელი იყო, მალევე დიდი მწვრთნელი უნდა გახდეს. თუმცა, ეს სამუშაო რთულია და მხოლოდ წიგნების წაკითხვა საკმარისი არაა“, - თქვა გატუზომ.
შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლომ „იუვენტუსთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.