ფეხბურთი

14:35 | 9.08.2020 | ნანახია 2182 - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე "დინამო თბილისის" მეტოქე ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისის“ მეტოქე გაირკვა. შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული წილისყრის შედეგად, კახა ჩხეტიანის გუნდს მეტოქედ ალბანეთის ჩემპიონი „ტირანა“ ერგო.

დაპირისპირება 18 ან 19 აგვისტოს, თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება. მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიის გამო ამჟამად მომდევნო ეტაპის საგზურის მფლობელი ერთი თამაშით გამოვლინდება.

საინტერესოა, რომ ეს გუნდები ერთმანეთს 2003-2004 წლების სეზონში შეხვდნენ. თბილისში "დინამომ" 3:0 მოიგო, მაგრამ ალბანეთში ამავე ანგარიშით დამარცხდა, მერე კი პენალტების სერიაც დათმო (2:4) და ასპარეზობას გამოეთიშა.

წილისყრის საბოლოო შედეგები ასეთია:

„ფერენცვაროში“ (უნგრეთი) – „დიურგარდენი“ (შვედეთი)

„სელტიკი“ (შოტლანდია) – „რეიკიავიკი“ (ისლანდია)

„ლეგია“ (პოლოენთი) – „დრიტა“ (კოსოვო) / „ლინფილდი“ (ჩრდ. ირლანდია)

„შერიფი“ (მოლდოვა) – „ფოლა ეში“ (ლუქსემბურგი)

„ნომადსი“ (უელსი) – „სარაევო“ (ბოსნია)

„ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი) – „ევროპა“ (გიბრალტარი)

„ბუდუჩნოსტი“ (მონტენეგრო) – „ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი)

„არარატ-არმენია“ (სომხეთი) – „ომონია“ (კვიპროსი)

„ფლორიანა“ (მალტა) – „კლუჟი“ (რუმინეთი)

„მაკაბი“ (ისრაელი) – „რიგა“ (ლატვია)

„ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი) – „სილექსი“ (მაკედონია)

„დინამო“ (ბელარუსი) – „ასტანა“ (ყაზახეთი)

„მიოლდე“ (ნორვეგია) – „კუპსი“ (ფინეთი)

„ფლორა“ (ესტონეთი) – „სუდუვა“ (ლიეტუვა)

„კელიე“ (სლოვენია) – „დანდოლკი“ (ირლანდია)

„კი“ (ფარერები) – „სლოვანი“ (სლოვაკეთი)


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:10 | 09.08.2020
ს.კ.1923 დ.ბ. (2007)

ტირანა უნდა მოიtyნას

21:09 | 09.08.2020
ს.კ.1923 დ.ბ. (2007)

დინამო-ასტანა დალეწავენ ერთმანეთს

20:06 | 09.08.2020
johnsilver (1156)

ალბანელები ხისტ და ფიზიკურ ფეხბურთს ითამაშებენ. მათი ფეხბურთი ჩვენსას ბოლო წლები აშკარად ჯობია - ევროპაზე გასვლა ჯგუფიდან ბევრის მთქმელია.
ამას დაუმატეთ ის, რომ პანდემიის დროს ჩცენი ფეხბურთელები ნორმალურად ალბათ არც ვარჯიშობდნენ და 5 კმ ვერ ირბენენ ნორმალურად.
ამიტომ არ მესმის კარგად, რატომ ამბობს ყველა, რომ ალბანეთს დიდი ალბათობით გავივლითო

18:25 | 09.08.2020
lagashi (6738)

ამ ეტაპს ალბათ გადავლახავთ მაგრამ არაფერი იმედის მომცემი ვითარება არ არის დინამოში, ალბათ მე-2 ეტაპზე გამოვარდება, ან ჰა ჰა მე-3 ეტაპამდე გააღწიოს. არც ერთ კომპონენტში არ გამოიყურება შარშანდელზე უკეთესად!

18:37 | 09.08.2020
mjgiri (8951)

ჰა ჰა მესამე ? ოდესმე გადაგვილახია ორი ბარიერი ?

18:45 | 09.08.2020
lagashi (6738)

ნუ, ახალმა ფორმატმა შეიძლება ზოგი გუნდი "დააბნიოს" და ამით ვიღაცას გაუმართლოს ამიტომ შეიძლება ჰა ჰა მე-3 ეტაპამდე მივაღწიოთ

19:03 | 09.08.2020
drogba-11 (13246)

lagashi ტყუილად ნუ დაისახავ იმედებს ყველაზე დიდი ეს ტირანა გააგდოს მერე ყველა გუნდი გამოაგდებს დღეს რასაც ვუყურებ არაფერი დონე არარის მომატებული ისევ იგივე წრეზე ვტრიალებთ გორის დილას სასტავი არყავს და ყველაზე კარგ ფეხბურთს თამაშობს ჯერჯერობით მეც გაკვირვებული ვარ ანაირად ვართ 1- ადგილზე ეს ნიშნავს იმას რომ ნაგავი ჩემპიონატი გვაქვს

20:06 | 09.08.2020
lagashi (6738)

დილა როგორც იქნა დალაგდა და ათამაშდა ნემსაძის მეცადინეობით...

19:06 | 09.08.2020
KoRBeN DaLLaS (24838)

ეჰ დროგბა, ძალიან იშვიათად კი შემოდიხარ, მაგრამ ყოველი შემოსვლისას სრულ სიმართლეს ღაღადებ.

19:10 | 09.08.2020
drogba-11 (13246)

რავი ბრატ ვერვიცლი ხშირად ვათვალიერებ ისე კომებს შენ რავახარ რაშვები რა გვიყო ამ ბუტაფორიულმა პანდემიამ წელში გადატეხა დღის წესრიგი ფეხბურთი თუ უმაყურებლოდ ოდესმე ჩატარდებოდა ვერც ზომბი ვირუსის ვარიანტში წამომედგინა დდდ

19:14 | 09.08.2020
KoRBeN DaLLaS (24838)

ვარ რა... ))
სიმართლე გითხრა არც მიყურებია რომელიმე თამაშისთვის თავიდან ბოლომდე, რაც განახლდა ტურნირები. ეს ცარიელი ტრიბუნები განწყობას მიკარგავს.

17:11 | 09.08.2020
davidinho (1027)

წესით უნდა გავიაროთ

15:28 | 09.08.2020
KoRBeN DaLLaS (24838)

წარმატებები რომანა ძიას კვატებს

15:09 | 09.08.2020
mjgiri (8951)

ასტანა,მაკაბი,ყარაბახი-ასეთი იყო დინამოს გარდა სხვა სავარაუდო მეტოქეები ტირანასთვის ტირანას გაუმართლა

15:27 | 09.08.2020
KoRBeN DaLLaS (24838)

უეჭველი ))

15:56 | 09.08.2020
mjgiri (8951)

არა,დინამოსთვისაც იდეალური ვარიანტია მაგრამ ტირანას ყველაზე მეტად გაუმართლა

14:47 | 09.08.2020
ირაკლიტო (328)

ვინმემ თუ იცით მაყურებლები დაიშვება? და ჩამოვლენ თუ არა ალბანეთის გულშემატკივრები. იმიტომ რომ საქართველოს როგორც ვიცი საზხვარი გახსნილი არ აქვს ალბანეთისთვის

14:50 | 09.08.2020
FC.BAYERN+GERMANY (10046)

წესით სავარაუდოდო უმაყურებლოდ ქინება ყველა თამაშები იმიტო რო ვერ გარისკავს უეფა ისედაც შემჭიდროვებული გრაფიკებით იმართება

14:59 | 09.08.2020
ირაკლიტო (328)

გასაგებია მადლობა

14:54 | 09.08.2020
zvareloma (59)

ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფებამდე ყველა საკვალიპიკაციო 1,2,3 უმაყურებლოდ ჩატარდება...ფლეი-ოფების წინ შეხედავენ ეპიდ სიტუაციას და იმისდა მიხედვით გადაწყვიტავენ შემდეგ...

14:59 | 09.08.2020
ირაკლიტო (328)

ხო ალბათ სწორიცაა...

14:44 | 09.08.2020
FC.BAYERN+GERMANY (10046)

რევანშIა ასაღები იმ წაგებისთვის 3-0 რო მოგვიგეს იქ და მერე პენლებში
ვაბროლეთ და ვერ მოვიგეთ ვჯობდით და წავაგეთ არ გავიგო თამაშIს მერე

14:51 | 09.08.2020
zvareloma (59)

100%..მაშინ მართლა ვინ წარმოიდგენდა პირველი თამაშის შემდეგ რომ გამოვარდებოდით...

0.065269