„იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და 2019-2020 წლების სეზონი შეაფასა, რომელიც მისთვის და მისი გუნდისთვის დასრულდა.
რონალდუს განცხადებით, გულშემატკივრებს მეტის მოთხოვნა და მოლოდინი აქვთ და „იუვენტუსი“ მსოფლიოში საუკეთესოობისთვის უნდა ისწრაფვოდეს.
„2019-2020 წლების სეზონი დასრულდა ჩვენთვის, ბევრად გვიან, ვიდრე ჩვეულებრივ, მაგრამ მანამდე, რასაც ჩვენ ველოდოთ. ახლა დაფიქრების დროა, აღმავლობის და დაღმავლობის ანალიზის, რადგან კრიტიკული აზროვნება განვითარების ერთადერთი გზაა.
ისეთი დიდი გუნდი, როგორიც „იუვენტუსია“, ყოველთვის უნდა ფიქრობდეს როგორ გახდეს მსოფლიოში საუკეთესო, იმუშაოს ამისთვის, ასე, რომ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო და უდიდესი გუნდი. სერია A-ში კიდევ ერთხელ გამარჯვება ასეთ რთულ წელს არის ის, რითაც ძალიან ვამაყობთ.
პირადად მე 37 გოლი გავიტანეს „იუვენტუსში“, 11 პორტუგალიის ნაკრებში, რაც მაძლევს საშუალებას მომავალს განახლებული ამბიციებით შევხედო ყოველწლიურად გაუმჯობესების სურვილით. მაგრამ გულშემატკივრები ჩვენგან მეტს ითხოვე, ისინი ჩვენგან მეტს ელოდებიან. ჩვენ მაქსიმალური მოლოდინები უნდა გავითვალისწინოთ. დაე, ამ შვებულების მოკლე შესვენებამ ყველა ჩვენგანს მისცემს საშუალებას მიიღოს საუკეთესო გადაწყვეტილებები მომავლისთვის და უფრო ძლიერი და ჩართული დაბრუნდეს, როგორც არასდროს. მალე შევხვდებით“, - წერს რონალდუ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალში „ლიონთან“ დამარცხდა და სეზონი დაასრულა. ტურინელებს მაურიციო სარის ნაცვლად მთავარ მწვრთნელად ანდრეა პირლო დაუნიშნეს. რაც შეეხება რონალდუს, მან სეზონში 46 მატჩში 37 გოლი გაიტანა და „იუვენტუსის“ ისტორიაში ამაზე შედეგიანი სეზონი არავის ჰქონია.