„იუვენტუსის“ ფეხბურთელი მატიას დე ლიხტი ოპრეციას გაიკეთებს. 21 წლის ნიდერალანდემა სეზონის ბოლო ნაწილი მტკივანი მხრით ჩაატარა და მას შემდეგ, რაც „იუვემ“ სეზონი დაასრულა, დე ლიხტი ოპერაციას გაიკეთებს.
„ახლა მხარზე ოპერაცია უნდა გავიკეთო. ეს არის ის, რაც საჭიროა და ჩემი ყურადღება ამჟამად მისკენაა. ცხადია, ვწუხვარ ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვაზე, მაგრამ მომავალზე და მალე გამოჯანმრთელებაზე ვფიქრობ“, - თქვა დე ლიხტმა.
ნიდერლანდელმა „იუვენტუსში“ გატარებულ პირველ სეზონში 39 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.