საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი წრის ბოლო ტური ქუთაისში დაიწყო, სადაც „ტორპედომ“ „თელავს“ უმასპინძლა. იმერული გუნდი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, კახელებს კი საკმაოდ კარგი პირველი წრე გამოუვიდა და ერთადერთხელ დამარცხდა.
ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, 43-ე წუთზე ივან ბობკომ შეძლო თავის გამოჩენა. თუმცა, ქუთათურთა უპირატესობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ნაანტრაქტევს „თელავმა“ მალევე გაათანაბრა.
დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. „ტორპედოს“ 9 ქულა აქვს, „თელავს“ კი სამით მეტი.
„ტორპედო“ – „თელავი“ 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 ბობკო (43), 1:1 რუხაძე (52)