ფეხბურთი

22:31 | 6.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

სარი: "რვათა ფინალში" უნდა გავიდეთ, მსოფლიო ფეხბურთის ელიტაში"

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაუცირიო სარიმ „ლიონთან“ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი რთულ მატჩს ელოდება, მაგრამ უნდა, რომ მისი გუნდი „რვათა ფინალში“ გავიდეს.

„გულშემატკივრების გარეშე თამაში უსიამოვნოა, მითუემეტს ხვალ, რადგან ჩემპიონთა ლიგა მთავარი მოვლენაა და კიდევ უფრო უხდება. იმედი ვიქონიოთ, რომ უახლოეს მომავალში პირობები საშუალებას მისცემს გულშემატკივრებს სტადიონზე დაბრუნდნენ.

„ლიონი“ თავს ეფექტურად და ინტენსიურად იცავს, კონტრშეტევებისთვის კი სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს. ძალიან რთული მატჩი გველის, მაგრამ მეტოქე დაუმარცხებელი არაა. გვინდა „რვათა ფინალში“ გავიდეთ, რადგან ეს იმის დასტური იქნება, რომ მსოფლიო ფეხბურთის ელიტაში ვართ.

აღფრთოვანებული ვართ სკუდეტოს მოგებით, ალბათ ეს იყო სერია A-ს ისტორიაში ყველაზე რთული სეზონი. რონალდუ? ის კარგად ვარჯიშობს, ვარჯიშზე საოცარი გოლი გაიტანა. მოკლე დროში ბევრი მატჩი ჩაატარა და სწორად მოიქცა, როდესაც ბოლო ტურში დაისვენა, ახლა მენტალურად კარგადაა“, - აღნიშნა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „ლიონის“ მატჩი 7 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. პირველი დაპირისპირება ფრანგებს 1:0 აქვთ მოგებული.

0.125435