ფეხბურთი

22:29 | 5.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძე რუსეთში დაბრუნდა და 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ჯანო ანანიძე კარიერას რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ "როტორში" გააგრძელებს. როგორც ტელეარხი footballbig-ი იტყობინება ქართველმა ფეხბურთელმა ვოლგოგრადელებთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ანანიძის ხელფასი ახალ გუნდში თვეში 1 მილიონი რუბლი იქნება.

ჯანო ბოლოს ფამაგუსტას "ანორთოსისში" თამაშობდა, სადაც 6 თვე გაატარა და კონტრაქტის ამოწურვის შემდგომ კვიპროსული გუნდი დატოვა. ანანიძის რუსეთში მოსკოვის "სპარტაკის", "როსტოვისა" და სამარის "კრილია სოვეტოვში" უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ ვილგოგრადელთა რიგებში ჯანოს გარდა, კიდევ 2 ქართველი ფეხბურთელი ნიკა ყიფიანი და ბექა მიქელთაძე თამაშობენ. "როტორი" პრემიერლიგაში აღზევდა და პირველ ტურში 11 აგვისტოს სანქტ-პეტერბურგის "ზენიტს" უმასპინძლებს.

0.116409