ფამაგუსტას „ანორთოსის“ პრესეზონის ფარგლებში ამხანაგური მატჩების ჩატარებას აგრძელებს და მორიგი სპარინგი არადიპუს „ომონიასთან“ გამართა.
თემურ ქეცბაიამ თორნიკე ოქრიაშვილი პირველ ტაიმში ათამაშა, ხოლო ნიკა კაჭარავა - მეორეში. რაც შეეხებათ გიორგი ლორიას და მურთაზ დაუშვილს, მათ არ უთამაშიათ.
კაჭარავამ გოლიც გაიტანა 47-ე წუთზე და ფამაგუსტელებს მოაგებინა.
შეგახსენებთ, კვიპროსის ჩემპიონატის ახალი სეზონის პირველ ტურში „ანორთოსისი“ 22 აგვისტოს, „ერმისს“ დაუპირისპირდება.