ფეხბურთი

20:21 | 5.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"საუთჰემპტონი" სალისუს ტრანსფერში 10.9 მილიონს გადაიხდის

"ვალიადოლის" აწ უკვე ყოფილი მცველი მოჰამედ სალისუ კარიერას "საუთჰემპტონში" გააგრძელებს. ჯერჯერობით "წმინდანებს" ტრანსფერი ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, თუმცა Sky Sports-ის ინფორმაციით, ინგლისელები ესპანელებს 21 წლის განელის სანაცვლოდ 10.9 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაუხდიან.

ასევე ინგლისური გამოცემები იუწყებიან, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან დეტალები უკვე შეათანხმა და ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. განელი ესპანეთიდან ინგლისში გადაფრინდება და 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის, ინგლისში დაწესებული პროტოკოლის მიხედვით.

სალისუ "ვალიადოლიდის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში გასულ წელს დააწინაურეს. გასულ სეზონში განელმა მცველმა 32 მატჩი ჩაატარა და თავი თითო-თითო გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 12 მილიონი ევროა.

0.115265