ფეხბურთი

13:44 | 5.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: "ახლა პსჟ-ში საუკეთესო პერიოდი მაქვს"

ნეიმარი მიიჩნევს, რომ „პარი სენ ჟერმენში“ საუკეთესო დრო უდგას. ბრაზილიელის განცხადებით, მას ჰქონდა რთული პერიოდი, მაგრამ დაძლია და ახლა თავს შესანიშნავად გრძნობს.

„ამ სამმა წელმა ბევრი რამ მასწავლა. მე მქონდა ბედნიერი და რთული დრო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტრავმის გამო ვერ ვთამაშობდი. ჩემი თანაგუნდელების დახმარებით შევძელი გადალახვა და ყურადღება მხოლოდ იმაზე გავამახვილე, რაც რეალურად მნიშვნელოვანია, კერძოდ თამაში მოედანზე. ვფიქრობ, დღეს პსჟ-ში ჩემი საუკეთესო პერიოდია.

ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, რომელიც უფრო დიდი მიზნისკენ მიდის. გვინდა ჩემპიონთან ლიგა მოვიგოთ, ვიბრძოლებთ ამისთვის, რადგან ეს არასდროს გაგვიკეთებია“, - აღნიშნა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, პსჟ-მ მიმდინარე სეზონში საფრანგეთის მასშტაბით ყველა ტიტული მოიგო. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კი ბერგამოს „ატალანტას“ 12 აგვისტოს შეხვდება.

თეგებინეიმარიპსჟ
0.104868