ფეხბურთი

23:53 | 4.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ფერან ტორესი "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელია

„ვალენსიას“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ფერან ტორესი კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს. როგორც „ქალაქელთა“ ვებგვერდი იტყობინება, ესპანელმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„ბედნიერი ვარ „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლით. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შემტევი გუნდი და ყველა ფეხბურთელის სურვილია შემტევ კლუბში თამაში. იმედია, „სიტის“ მომავალ წარმატებებში ჩემს წვლილს შევიტან“, - აღნიშნა ტორესმა.

20 წლის ფერან ტორესის „ვალენსიაში“ 13 წელი ირიცხებოდა, ხოლო 2017 წლიდან პირველი გუნდის წევრი იყო და 97 მატჩში მეტოქეთა კარში 9 გოლი გაიტანა.

0.109762