ფეხბურთი

19:26 | 4.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი: "იურგენ კლოპს ორი სახე აქვს"

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა რობერტ ლევანდოვსკისმ თავისი საყვარელი მწვრთნელები დაასახელა - იურგენ კლოპი და პეპ გვარდიოლა. პოლონელმა გერმანელის შესახებ კომენტარიც გააკეთა.

„ჩემი საყვარელი მწვრთნელი იურგენ კლოპია. მეორე ადგილზეა პეპ გვარდიოლა. კლოპს ორი სახე აქვს, ფეხბურთელებთან ისეთი გულწრფელია, თითქოს მათი მამაა, მაგრამ მწვრთნელის სახეც აქვს. შეუძლია ყველაფერი გითხრას, კარგი არაფერი, მხოლოდ ცუდი. იურგენი ფეხბურთელებს მოტივაციას უმაღლებს, კარგად მუშაობს, რადგან იცის როდის შეუძლია ფეხბურთელზე ზეწოლა და როდის მისგან გათავისუფლება. გარდა ამისა, ის შესანიშნავი პიროვნებაა“, - განაცხადა პოლონელმა ფორვარდმა.

შეგახსენებთ, რობერტ ლევანდოვსკი კლოპთან ერთად „დორტმუნდში“ (2010-2014), ხოლო გვარდიოლასთან ერთად „ბაიერნში“ (2014-2016) მუშაობდა.

0.133727