„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში პრემიერლიგის ივლისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა გულშემატკივართა ვერსიით.
პორტუგალიელმა გასულ თვეში 6 თამაში ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ ის თვის საუკეთესო ფეხბურთელად თებერვალსა და ივნისშიც დასახელდა და „მანჩესტერს“ მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა.
„წითელმა ეშმაკებმა“ პრემიერლიგის სეზონი მესამე ადგილზე დაასრულეს და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს. მიმდინარე სეზონში კი ევროპა ლიგის მოსაგებად ბრძოლას აგრძელებენ.