"ვოლფსბურგი" ერთი გოლით დაკმაყოფილდა და "აუგსბურგს" 1:0 სძლია. ბრაზილიელმა ნალდომ ჯერ თავად მისცა პასი იუნგს, რომლისგანაც ისევ მიუვიდა ბურთი და შორეულ კუთხეში დაარტყა. შანსი "აუგსბურგსაც" არაერთი ჰქონდა და ბობადილიასა და ალტინტოპს შეეძლოთ გატანა.
საინტერესო კიდევ ის მოხდა, რომ ბრაზილიელ ლუის გუსტავოს არც ყვითელი ბარათი მიუღია და არც წითელი.
"გლადბახი" შეგეცოდებოდა, იმდენი მომენტი გაატანა ქარს. თავიდან მაქს კრუზემ დააწინაურა მასპინძლები კარგი კომბინაციის შემდეგ, მაგრამ გლადბახელებმა პირველივე ტაიმში გაუშვეს: კორბს ხელზე მოხვდა ბურთი, პენალტი კი ზუსტად დაარტყა იონას ჰოფმანმა – 1:1.
მეორე ნახევარში გლადბახელები ბევრს უტევდნენ, მაგრამ ხან არაზისტად ურტყამდნენ, ხან მეკარე კარიუსი ეღობებოდათ წინ.
ლუსიენ ფავრს მაინც საამაყოდ აქვს საქმე: მისმა "გლადბახმა" სეზონში ყველაზე ტურნირზე ერთად აღებული, მე-12 წაუგებელი მატჩი ჩაატარა.
ვოლფსბურგი – აუგსბურგი 1:0 (0:0)
ვოლფსბურგი: ბენალიო, იუნგი, ტიმ კლოზე, ნალდო, როდრიგესი, არნოლდი (ჰუნტი 86), გულავოგი, დე ბრუინი, ლუის გუსტავო, პერიშიჩი (ვიერინია 60), ბენდტნერი (ოლიჩი 77)
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი
აუგსბურგი: ჰიტცი, რაჰმან ბაბა, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ვერჰაეგი, ბაიერი, ტობიას ვერნერი, კორი (ჯურიჩიჩი 80), ალტინტოპი, ბობადილია (მატავჟი 66), კაიუბი (ეშვაინი 66)
მწვრთნელი: მარკუს ვაიუნცირლი
გოლი: 1:0 ნალდო (58)
გაფრთხილება: ვერნერი (32), ალტინტოპი (90+1)
მსაჯი: შმიდტი
გლადბახი – მაინცი 1:1 (1:1)
გლადბახი: სომერი, იანჩკე, ჯონსონი (ტორგან აზარი 70), კორბი, შტრანცლი, ვენდტი, ჰერმანი (ჰანი 70), კრამერი, ჯაკა, მაქს კრუზე, რაფაელი
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
მაინცი: კარიუსი, ბელი, ბროზინსკი, ბუნგერტი, დიასი, ხარა, ბაუმგარტლინგერიუ, ჯურიჩიჩი (სამპერიო 60), იონას ჰოფმანი (მალი 78), მორიტცი (გეისი 63), ოკაზაკი
მწვრთნელი: კასპერ ჰიულმანდი
გოლები: 1:0 კრუზე (15), 1:1 ჰოფმანი (31 პენ)
გაფრთხილება: ოკაზაკი (43), ჯურიჩიჩი (57), დიასი (90+2)
მსაჯი: გრაფე
ილია კახელიშვილი