ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს დრაფტიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
მამუკელაშვილმა ეს გადაწყვეტილება გამოცდილების მიღების მიზნით ახსნა და ფიქრობს, რომ თუ მომდევნო სეზონსაც „სეტონ ჰოლში“ გაატარებს, NBA-ს კლუბები გაისად პირველ რაუნდშიც აირჩევენ.
შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი სტუდენტურ ლიგაში (NCAA) თამაშობს და „სეტონ ჰოლის“ ღირსებას იცავს.