მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე კლუბის ხელმძღვანელობით უკმაყოფილოა და ეს „ატალანტასთან“ მატჩის შემდეგ არ დამალა. იტალიელი სპეციალისტის აშკარად გაბრაზებული ჩანდა და ისეთი განცხადებები გააკეთა, არაა გამორიცხული, მალე პოსტიც დატოვოს.
„ინტერის“ ციკლის დაწყება? შეხედეთ, ჩემთვის ძალიან რთული წელი იყო. წლის ბოლოს ჩვენ მომავალი წლის შეფასებებს გავაკეთებთ. ლუკაკუ ვიყიდეთ? მხოლოდ მე ვიცი რა გავაკეთეტ მის შესაძენად, მენდეთ, რასაც ვამბობ. ეს არ იყო გასეირნება. ახლა ევროპა ლიგაზე მაქსიმუმს გავიღებთ და შემდეგ სიტუაციას შევაფასებთ, არამედ მხოლოდ ტექნიკურად, ზოგადად.
თუ გვსურს „იუვენტუსთან“ უფსკრული შევამციროთ, მოედანზე უნდა ვიყოთ ძლიერები, მაგრამ ასევე მოედანს მიღმაც. ვერ ვსაუბროთბ პრეზიდენტთან, ის ჩინეთშია. მე კლუბის ხელმძღვანელობისგან დაცვას საერთოდ არ მიმიღია. 2017 წელს სპალეტი ამბობდა, რომ „ინტერში“ სერიოზულად რთული მდგომარეობა იყო, 2020 წელია და არაფერი შეცვლილა. იგივე წერტილში და ხელმძღვანელობასთან ვართ. კარგია მოედანზე გაზრდა, მაგრამ მის მიღმაც უნდა განვითარდეთ. ჩემპიონატი დასრულდა, ევროპა ლიგაზე ვითამაშებთ და შემდეგ ღმერთმა ყველაფერს ხედავს. მე მკაფიო იდეები მაქვს, არ ვსაუბრობთ ტრანსფერებზე, ეს არაფერ შუაშია, კლუბს სამომავლო გეგმა არ აქვს“, - თქვა კონტემ.
„ინტერმა“ სეზონი 82 ქულით დაასრულა და „იუვენტუსს“ 1 ქულით ჩამორჩა. აღსანიშნავია, რომ „ნერაძურიმ“ თავის ისტორიაში ყველაზე მეტი ქულა დააგროვა იმ სეზონში, როდესაც ჩემპიონობა ვერ მოახერხა.