ფეხბურთი

22:55 | 1.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალმა“ ინგლისის ასოციაციის თასი მოიპოვა

„არსენალმა“ ასოციაციის თასის ფინალში „ჩელსის 2:1 მოუგო და მეთოთხმეტედ მოიპოვა მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე ძველი პრიზი.

თავიდან „ლურჯები“ დაწინაურდნენ და თამაშის სიუჟეტიც ისე ვითარდებოდა, თითქოს „მეთოფეებს“ შანსი არ ჰქონდათ. მაგრამ მეორე ტაიმში არტეტას შეგირდები გამოცოცხლდნენ და შედეგიც სათავისოდ შემოაბრუნეს. დუბლით გამოირჩა პიერ-ემერიკ ობამეიანგი. შეიძლება ითქვას, რომ გაბონელი ბოლო დროს არსენალელთა სათასო თილისმად გადაიქცა. შეგახსენებთ, ამავე ტურნირის ნახევარფინალში „ჩელსისაც“ ორჯერ გაუტანა.

პირველივე ნახევარში ფრენკ ლამპარდის გუნდმა ორი ფეხბურთელი (ასპილიკუეტა და გოლის ავტორი პულიშიჩი) დაკარგა, 73-ე წუთზე კი კაცნაკლულნი დარჩნენ, არბიტრმა კოვაჩიჩი გააძევა.

სტატისტიკური პორტალი OptaJoe გვამცნობს, რომ არტეტა პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც ასოციაციის თასი „არსენალის“ კაპიტნისა და მთავარი მწვრთნელის რანგში მოიგო.

ერთი წლის წინათ, ეს გუნდები ევროპა ლიგის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. „ლურჯებმა“ მაშინ 4:1 მოიგეს.

ამჯერდ კი „არსენალმა“ თასთან ერთად, ევროპა ლიგის საგზურიც მოიპოვა.

ინგლისის ასოციაციის თასი

ფინალი

ლონდონი. „უემბლი.“

არსენალი - ჩელსი 2:1

0:1 პულიშიჩი (5), 1:1, 2:1 ობამეიანგი (28 პენ, 67)

არსენალი: მარტინესი, ჰოლდინგი, დავიდ ლუისი (პაპასტატოპულუსი 88), ტირნი (კოლაშინაცი 90+13), ბელერინი, ჯაკა, სებალიოსი, მეიტლენდ-ნაილსი, პეპე, ლაკაზეტი (ნკეტია 82), ობამეიანგი

მწვრთნელი: მიკელ არტეტა

ჩელსი: კაბალიერო, ასპილიკუეტა (კრისტენსენი 35), ზუმა, რიუდიგერი (ჰადსონ-ოდოი 78) , ალონსო, ჯეიმსი, კოვაჩიჩი, ჟორჟინიო, მაუნტი (ბარკლი 79), ჟირუ (აბრაჰამი 78), პულიშიჩი (პედრო 49)

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

მსაჯი: ენტონი ტეილორი

გაფრთხილება: სებალიოსი (73); კოვაჩიჩი (14), ასპილიკუეტა (26), მაუნტი (45+4), რიუდიგერი (75), ბარკლი (89)

გაძევება: კოვაჩიჩი (73)

0.435245