ფეხბურთი

23:56 | 31.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლო: "ჩემმა გუნდმა ლამაზი ფეხბურთით უნდა მოიგოს"

ტურინის „იუვენტუსმა“ ანდრეა პირლო 23-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალურად წარადგინა და იტალიელმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ანდრეა ანიელის, ფაბიო პარატიჩის, რომ მომცეს შანსი ამ დიდ ოჯახში დავბრუნებულიყავი. იმედია იგივე გზას გავივლი, როგორიც ფეხბურთელობის გავიარე, იგივე ამბიციები მაქვს და ძალიან ბედნიერი ვარ დაბრუნებით.

ბევრი მწვრთნელი მყოლია, ანჩელოტი, ლიპი, კონტე, ალეგრი, ყველასგან რაღაც ვისწავლე, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველამ თავისი გზა უნდა გაიაროს. მინდა ჩემმა გუნდმა კარგი ფეხბურთი ითამაშოს, მოედანზე მუდამ მოსაგებად გავიდეს. სხვა წინადადებებიც მქონდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემი სამწვრთნელო კარიერის დასაწყებამდე ყველაზე სწორი გზა ავირჩიე“, - თქვა ანდრეამ.

შეგახსენებთ, პირლოსთვის „იუვენტუსის“ ახალგაზრდული გუნდი პირველი სამწვრთნელო გამოცდილება იქნება, ტურინული გრანდი მისთვის ძალიან ნაცნობი ადგილია, რადგან იქ 2011-2015 წლებში თამაშობდა.

0.118502