ფეხბურთი

19:48 | 31.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" ოსიმენი გაიფორმა

ნიგერიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ლილის" ყოფილი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ჯერჯერობით ოფიციალურად უცნობია ტრანსფერი ფინანსური დეტალები და ასევე კონტრაქტის პირებები.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოსიმენის ტრანსფერის სანაცვლოდ ფრანგებმა 50 მილიონი ევროს მიიღეს და სამომავლოდ შესაძლოა ბონუსების სახით 10 მილიონიც ჩაერიცხოთ. სავარაუდოდ, ვიქტორი "ნაპოლისთან" ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებდა.

ნიგერიელი ფეხბურთელი "ლილმა" "შარლეროადან" 2019 წელს დაიმატა. გასულ სეზონში ოსიმენმა არასრულ სეზონში 38 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 18 გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 27 მილიონი ევროა.

0.13684