საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების მცველმა დაიოტ უპამეკანომ "ლაიპციგთან" კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
უპამეკანო გერმანულმა კლუბმა 2017 წელს "ზალცბურგიდან" 10 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. მიმდინარე სეზონში ფრანგმა 36 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. უპამეკანოს საფრანგეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები.