ყაზანის „რუბინის“ ქართველი თავდამსხმელის ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ Match TV-ის ინტერვიუ მისცა, სადაც შვილის ბოლო პერიოდის პროგრესზე ისაუბრა.
ბადრი კვარაცხელია მიიჩნევს, რომ ეს ლეონიდ სლუცკის დამსახურებაა და მის შვილს სხვა გუნდში გადასვლა ამ ეტაპზე არ სურს.
„ფეხბურთელი ერთ თვეში მკვეთრად არასდროს იცვლება. ეს მხოლოდ ლეონიდ სლუცკის დამსახურებით მოხდა, ის კარგი მწვრთნელია და ხვიჩას თავისუფლება, რისკზე წასვლის შესაძლებლობა მისცა. ცოტა ხნის წინ ხვიჩამ მითხრა: „მამა, არ მინდა სხვა გუნდში გადასვლა, სლუცკისთან მოვუმატებ“. მე კი ვუთხარი: „როგორც შენ გსურს, ისე მოიქეცი“.
ხვიჩას ძალიან გაუმართლა, რომ „რუბინში“ ახალი მწვრთნელი მივიდა. მას ეძლევა საკუთარ თავზე თამაშის აღების შესაძლებლობა და აღარ იზღუდება. ახლა ის ბაზაზე ცხოვრობს, ფიქრობს, რომ ასე უფრო მოსახერხებელია. როდესაც თავისუფალი დრო აქვს, დამატებით ვარჯიშობს და მითხრა კიდეც, რომ რა უნდა გააკეთოს ბინაში, რომ გადავიდეს? ის ყაზანში არა სასეირნოდ, არამედ ფეხბურთის სათამაშოდ მივიდა.
მას არ აინტერესებს ღამის ცხოვრება, მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს. რა თქმა უნდა, მეგობრებთან ერთად დადის, მაგრამ ამისთვის შესაბამის დროს აღმოაჩენს და ღამის ბარებში არა. კარიერას ეს ყველაფერი უნდა შეეწიროს. ფეხბურთის შემდეგ ყველაფერი იქნება და დრო ექნება, ახლა მან საქმეზე უნდა გააკეთოს აქცენტი“, - თქვა ბადრი კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 2019-2020 წლების სეზონში 27 თამაშში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. ქართველი „რუბინის“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად და საუკეთესო გოლის ავტორადაც დასახელდა.