სხვა

12:50 | 30.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი დადებით ბალანსთან ერთ ნაბიჯშია

ივლისის ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღე წარმატებული გამოდგა ლევან გორგაძისთვის. ტოჩინოშინი მე-12 მაეგაშირა შოჰოზანს დაუპირისპირდა და ჰატაკიკომის ილეთით იმარჯვა.

დღევანდელ დაპირისპირებაში გამარჯვებულის გამოსავლენად 2 ბრძოლა გაიმართა. პირველ შეხვედრაში ორივე მათგანი თანაბრად იბრძოდნენ. რაც შედეგდიც აისახა. ტოჩიმ მეტოქეს მავაშში ხელი ჩაავლო და დოჰიოს კუთხესთან მიიყვანა, მაგრამ წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა და მის მიღმა შოჰოზანთქნ ერთად აღმოჩნდა. შეხვედრის მააჯებმა კი გამარჯვებული არ გამოავლინეს და ხელმეორე ბრძოლა დაინიშნა, რომელშიც ლევანმა აშკარა უპირატესობა მოიპოვა და იოლად მოიგო.

ეს აღნიშნული წყვილის 24-ე დაპირისპირება იყო და ტოჩის 36 წლის მეტოქესთან ურთიერთშეხვედრებში აშკარა უპირატესობა აქვს - 16 მოგება, 8 მარცხი.

ქართველ სუმოისტს ზაფხულის სუპერტურნირზე 7 მოგების საპირისპიროდ 5 მარცხი დაუგროვდა და დადებით ბალანსს ძალიან მიუახლოვდა. იმისთვის რომ ლევანმა რრიტინგში პროგრესი განიცადოს, დარჩენილი 3 ორთაბრძოლიდან მინიმუმ ერთი უნდა მოიგოს.

ტოჩის მომდევნო მეტოქე კი მე-15 მაეგაშირა ჩიიომარუ იქნება, რომელსაც გორგაძე აქამდე 4-ჯერ შეხვედრია და მის ანგარიშზე 3 მოგების წილ მხოლოდ ერთი წაგებაა.

0.118212