ნინო ბაციაშვილი, ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ქალთა ჩემპიონატზე ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს.
ფინიშამდე ერთი ტურით ადრე მის აქტივში 6,5 ქულა და ნახევარქულიანი სხვაობაა უახლოესს კონკურენტებთან: ბელა ხოტენაშვილსა და მერი არაბიძესთან.
დასკვნით ტურში განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს ლიდერების: ბაციაშვილის და ხოტენაშვილის დაპირისპირება.
VIII ტურის შედეგები:
ბელა ხოტენაშვილი (2458) 1 : 0 ნინო ხომერიკი (2319)
ალექსანდრა ვახანია (2138) ½ : ½ სალომე მელია (2370)
ელენე წოწონავა (2012) 0 : 1 მერი არაბიძე (2428)
სოფიო გვეტაძე (2308) 0 : 1 ლელა ჯავახიშვილი (2475)
სოფიკო ხუხაშვილი(2339) 0 : 1 ნინო ბაციაშვილი (2457)
IX ტურის შეხვედრები:
ბაციაშვილი (2457) ხოტენაშვილი (2458)
ჯავახიშვილი (2475) ხუხაშვილი (2339)
არაბიძე (2428) გვეტაძე (2308)
მელია (2370) წოწონავა (2012)
ხომერიკი (2319) ვახანია (2138)
სატურნირო მდგომარეობა:
- ნინო ბაციაშვილი - 6,5 ქულა;
2.მერი არაბიძე - 6,0 ქულა;
3. ბელა ხოტენაშვილი - 6,0 ქულა; - ლელა ჯავახიშვილი - 5,5 ქულა;
5. სოფიო გვეტაძე - 4,5 ქულა;
6. სალომე მელია - 4 ქულა;
7.სოფიკო ხუხაშვილი - 3,5 ქულა;
8.ნინო ხომერიკი - 2,5 ქულა;
9. ალექსანდრა ვახანია -1,5 ქულა; - ელენე წოწონავა - 0 ქულა;
საქართველოს ქალთა ჩემპიონატისსაპრიზო ფონდი 30 600 ლარს შეადგენს. ასპარეზობა 10 მონაწილეს შორის 9 ტურად იმართება, შემდეგი დროის კონტროლით: 90 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.
ყაიმზე შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ 30-ე სვლის შემდეგ.
ჩემპიონატის მონაწილეებიდან ყველაზე მეტჯერ საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ლელა ჯავახიშვილი ფლობდა. ლელამ, 4-ჯერ (2001;2007;2014;2016წწ.) გაიმარჯვა ქვეყნის მთავარ ტურნირში.
ორჯერ გახდნენ ჩემპიონები: ბელა ხოტენაშვილი (2012;2017) და ნინო ბაციაშვილი (2015;2018). ხოლო, სალომე მელია (2010) და მერი არაბიძე (2019) თითოჯერ ფლობდნენ ჩემპიონის ტიტულს.
gcf.org.ge