თურქეთის თასის ფინალში „ტრაბზონსფორმა“ „ალანიასფორს“ 2:0 მოუგო და პრესტიჟულ პრიზს დაეუფლა.
ანგარიში 25-ე წუთზე გაიხსნა. თავი აბდულკადირ ომიურმა გამოიჩინა. მეორე ტაიმის მეათე წამატებულ წუთზე კი ალეკსანდრ სორლოტმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ტრაბზონმა“ თურქეთის თასი მეცხრედ მოიგო და ამ მაჩვენებლით „ბეშიქთაშს“ გაუთანაბრდა. რეკორდსმენი კი ამ მხრივ, „გალათასარაია“ (18).