საქართველოს ქალთა ჩემპიონატის მეშვიდე ტურში შავი ფერით მოთამაშე მონაწილეები 4 შეხვედრაში დამარცხდნენ, ხოლო ერთი პარტია ყაიმით დასრულდა.
დღევანდელ შეხვედრაში გაიამრჯვა და ფინიშამდე 2 ტურით ადრე ერთპიროვნულად დაწინაურდა, ონლაინ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი ქალთა შორის, ნინო ბაციაშვილი!
VII ტურია შედეგები:
ხუხაშვილი (2339) ½ : ½ ხოტენაშვილი(2458)
ბაციაშვილი (2457) 1 : 0 გვეტაძე (2308)
ჯავახიშვილი (2475) 1 : 0 წოწონავა (2012)
არაბიძე (2428) 1 : 0 ვახანია (2138)
მელია (2370) 1 : 0 ხომერიკი (2319)
სატურნირო მდგომარეობა:
- ნინო ბაციაშვილი - 5,5 ქულა;
2.მერი არაბიძე - 5,0 ქულა;
3. ბელა ხოტენაშვილი - 5,0 ქულა;
4. სოფიო გვეტაძე - 4,5 ქულა;
5. ლელა ჯავახიშვილი - 4,5 ქულა;
6. სალომე მელია - 3,5 ქულა;
7.სოფიკო ხუხაშვილი - 3,5 ქულა;
8.ნინო ხომერიკი - 2,5 ქულა;
9. ალექსანდრა ვახანია -1,0 ქულა; - ელენე წოწონავა - 0 ქულა;
VIII ტურის შეხვედრები:
ბელა ხოტენაშვილი - ნინო ხომერიკი
ალექსანდრა ვახანია - სალომე მელია
ელენე წოწონავა - მერი არაბიძე
სოფიო გვეტაძე - ლელა ჯავახიშვილი
სოფიკო ხუხაშვილი - ნინო ბაციაშვილი
საქართველოს ქალთა ჩემპიონატი 30 ივლისამდე გასტანს და მისი საპრიზო ფონდი 30 600 ლარს შეადგენს. ასპარეზობა 10 მონაწილეს შორის 9 ტურად გაიმართება, შემდეგი დროის კონტროლით: 90 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.
ყაიმზე შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ 30-ე სვლის შემდეგ.
ჩემპიონატის მონაწილეებიდან ყველაზე მეტჯერ საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ლელა ჯავახიშვილი ფლობდა. ლელამ, 4-ჯერ (2001;2007;2014;2016წწ.) გაიმარჯვა ქვეყნის მთავარ ტურნირში.
ორჯერ გახდნენ ჩემპიონები: ბელა ხოტენაშვილი (2012;2017) და ნინო ბაციაშვილი (2015;2018). ხოლო, სალომე მელია (2010) და მერი არაბიძე (2019) თითოჯერ ფლობდნენ ჩემპიონის ტიტულს.
gcf.org.ge