რუსულმა ტელეარხმა Match TV-მ რუსეთის პრემიერლიგის 2019-2020 წლების სეზონის 16 საუკეთესო გოლი დაასახელა - თითო გუნდიდან ერთი გოლი.
„რუბინიდან“ ხვიჩა კვარაცხელიას შედევრი გამოარჩიეს, რაც გასაკვირი არაა. საუბარი გვაქვს „ურალთან“ გატანილ „მაკრატელაზე“, როდესაც ქართველმა კუთხურის შემდეგ ეფექტურ ვარდნაში აიღო მეტოქის კარი.
- ულამაზესი "მაკრატელა" და ბრწყინვალე საგოლე პასი - კვარაცხელიამ სეზონი შთამბეჭდავად განაახლა (+VIDEO)
აღსანიშნავია, რომ ექსპერტებმა უმეტესად საჯარიმოს გარედან გატანილი გოლები გამოარჩიეს, კვარაცხელიას შემთხვევაში კი გამონაკლისი დაუშვეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ხვიჩამ 27 მატჩი 3 გოლი გაიტანა, ხოლო „რუბინმა“ მთელ სეზონში მხოლოდ 18 გოლი გაიტანა, რაც ჩემპიონატში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გამოდგა. რუსეთის პრემიერლიგის ახალი სეზონი 8 აგვისტოს დაიწყება.