ფიდეს ოსტატ ირაკლი ახვლედიანის გამარჯვებით დასრულდა მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშების პირველი ეტაპი ონლაინ ჭადრაკში!
ასპარეზობა საერტაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე ‘chess com’ არსებულ მაია ჩიბურდანიძის კლუბში გაიმართა და მასში 6 ქვეყნის (საქართველო,საფრანგეთი,სინგაპური,უკრიანა,მალაიზია,სომხეთი) 72 მოჭადრაკე მონაწილეობდა.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 13 ტურად გაიმართა შემდეგი დროის კონტროლით: 3 წუთი მთელ პარტიაზე 2 წამის დამატებით პირვლეივე სვლიდან.
გამარჯვებულმა 13-დან 11 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზე 10 ქულით საქართველოს მომქმედი ჩემპიონი ონლაინ ჭადრაკში ნიკა ვოლკოვი გავიდა.მესამეზე - საქართველოს ნაკრების წევრი, საერთაშორისო დიდოსტატი გიგა ყუფარაძე.
8,5-8,5 ქულით, IV-VI ადგილები გაიყვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:
4.რამაზ ენდელაძე
5.ნოდარ ლორთქიფანიძე
6.ზაზა ხოფერია
ქალთა შორის საუკეთესო შედეგი სოფო ნიკოლაძემ აჩვენა, ხოლო 13 წლამდე ასაკის მოზარდებს შორის დათა ყალაბეგაშვილი იყო საუკეთესო.
ტურნირში დაწესებული იყო შემდეგი საპრიზო ფონდი:
I ადგილი - 150 ლარი;
II ადგილი - 120 ლარი;
III ადგილი - 100 ლარი;
IV ადგილი - 80 ლარი;
V ადგილი - 50 ლარი
gcf.org.ge