საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის მონაწილეებმა დისტანციის ორი მესამედი გაიარეს და საჭადრაკო ბრძოლები სულ უფრო და უფრო მწვავდება. დღევანდელ ტურში მხოლოდ ერთი პარტია დასრულდა ყაიმით.
ჩემპიონატს 4,5-4,5 ქულით: ბაციაშვილი,გვეტაძე და ხოტენაშვილი ლიდერობენ.
მეექვსე ტურის შედეგები:
ხოტენაშვილი(2458) 1: 0 მელია (2370)
ხომერიკი (2319) ½ : ½ არაბიძე (2428)
ვახანია (2138) 0 : 1 ჯავახიშვილი (2475)
წოწონავა (2012) 0 : 1 ბაციაშვილი (2457)
გვეტაძე (2308) 1 : 0 ხუხაშვილი (2339)
მეშვიდე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
ხუხაშვილი (2339) - ხოტენაშვილი(2458)
ბაციაშვილი (2457) - გვეტაძე (2308)
ჯავახიშვილი (2475) - წოწონავა (2012)
არაბიძე (2428) - ვახანია (2138)
მელია (2370) - ხომერიკი (2319)
სატურნირო მდგომარეობა:
- ბაციაშვილი -4,5 ქულა;
- გვეტაძე – 4,5 ქულა;
- ხოტენაშვილი – 4,5 ქულა;
- არაბიძე - 4 ქულა;
- ჯავახიშვილი - 3,5 ქულა;
- ხუხაშვილი - 3 ქულა;
- მელია - 2,5 ქულა;
- ხომერიკი - 2,5 ქულა;
- ვახანია - 1 ქულა;
- წოწონავა - 0 ქულა.
საქართველოს ქალთა ჩემპიონატი 30 ივლისამდე გასტანს და მისი საპრიზო ფონდი 30 600 ლარს შეადგენს. ასპარეზობა 10 მონაწილეს შორის 9 ტურად გაიმართება, შემდეგი დროის კონტროლით: 90 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.
ყაიმზე შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ 30-ე სვლის შემდეგ.
ჩემპიონატის მონაწილეებიდან ყველაზე მეტჯერ საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ლელა ჯავახიშვილი ფლობდა. ლელამ, 4-ჯერ (2001;2007;2014;2016წწ.) გაიმარჯვა ქვეყნის მთავარ ტურნირში.
ორჯერ გახდნენ ჩემპიონები: ბელა ხოტენაშვილი (2012;2017) და ნინო ბაციაშვილი (2015;2018). ხოლო, სალომე მელია (2010) და მერი არაბიძე (2019) თითოჯერ ფლობდნენ ჩემპიონის ტიტულს.
gcf.org.ge