ფეხბურთი

0:52 | 28.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე "იუვეს" შესაძლოა დიბალა ვერ დაეხმაროს

„იუვენტუსის“ ფეხბურთელი პაულო დიბალა ტრავმირებულია და შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე „ლიონთან“ ვერ ითამაშოს.

არგენტინელმა დაზიანება „სამპდორიასთან“ შეხვედრაში მიიღო, კერძოდ მარცხენა ფეხის ბარძაყის ტრავმა. უკვე ცნობილია, რომ პაულო მოედანზე სერია A-ს დარჩენილ ორ შეხვედრაში ვერ გავა და არაა გამორციხული, ვერც „ლიონის“ წინააღმდეგ ითამაშოს.

ტურინელები ფრანგულ გუნდს 7 აგვისტოს უმასპინძლებენ და პირველი მატჩი 0:1 აქვთ წაგებული.

დიბალას რაც შეეხება, პაულომ 2019-2020 წლების სეზონში 45 თამაში ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.

0.112885