ქართველი ფეხბურთელი ლევან კუტალია კარიერას ისრაელის საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელში“ გააგრძელებს. როგორც თელ-ავივური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
კუტალია ბოლოს ყაზახური „ირტიშის“ ღირსებას იცავდა, სადაც მცირე პერიოდი გაატარა, რადგან კლუბი ფინანსური კრიზისის გამო დაიშალა.
მანამდე ლევანი საქართველოში „დინამო თბილისისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ წევრი იყო და გასულ სეზონში ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.