ფეხბურთი

11:51 | 27.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

რეკორდსმენი კიელინი

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 36 ტურში „სამპდორიას“ 2:0 მოუგო და ტურნირის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე, ზედიზედ მეცხრედ გახდა იტალიის ჩემპიონი.

სტატისტიკური პორტალის, Opta-ს ცნობით, 35 წლის იტალიელი მცველი, ჯორჯიო კიელინი, ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც ცხრავე საჩემპიონო სეზონში მიიღო მონაწილეობა.

კიელინი „ლივორნოს“ აღზრდილია. „იუვენტუსის“ ღირსებას 2005 წლიდან იცავს, სადაც „ფიორენტინიდან“ 7,7 მილიონ ევროდ გადავიდა. დღეისათვის მას „ბებერი ქალბატონის“ მაისურით 510 მატჩი აქვს ჩატარებული.

საინტერესოა, რომ მას სერია B-ს ოქროს მედალიც აქვს, 2006-07 სეზონისა, როცა „იუვენტუსი“ დაბალ ლიგაში დააქვეითეს.

0.114645